დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაყვანილ "აზოვსტალის" მებრძოლებისთვის თავდაცვის მინისტრმა ახალი ბრძანება გასცა

აზოვის პოლკი

თავდაცვის მინისტრმა მარიუპოლის მცველებს ახალი ბრძანება გამოუცხადა - ქვეყნის მთავარმა უმაღლესმა სარდლობამ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის მცველებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა დაავალა. 

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„დღეს, ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის - წითელი ჯვრის დახმარებით მოლაპარაკებები. ეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაციას ეხება. 

ჩვენი გეგმა მათი გადარჩენა, სიცოცხლე და მერე თავისუფლებაა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან თქვა, რომ შესრულდა ბრძანება  - 20 000-მდე რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეში არ შეუშვეს, არ შეუშვეს ასევე,  დონბასში, განხორციელდა რუსული ძალების გაყვანა კიევიდან, და ეს მოხდა, რადგან ქალაქის ყველა მცველი გმირია.