პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩვენი ხალხი, ჩვენი ბავშვები დასაძინებლად მიდიან ისე, რომ არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა შემდეგ დღეს, იმიტომ, რომ რუსული რაკეტა შეიძლება მოფრინდეს ნებისმიერ დროს“, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ იტალიური გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე იტყვის, რომ ფრონტის ხაზის მიღმა ყველა დანარჩენ ქალაქში სიმშვიდეა, ეს ცინიკური რუსული პროპაგანდის ნაწილი იქნება.
„თუ ვინმე გეტყვით, რომ ყველა უკრაინულ ქალაქში, გარდა ფრონტის ხაზზე არსებულისა, სიმშვიდე და უსაფრთხოებაა, ეს ცინიკური რუსული პროპაგანდა იქნება. ჩვენი ხალხი, ჩვენი ბავშვები დასაძინებლად მიდიან ისე, რომ არ იციან გაიღვიძებენ თუ არა შემდეგ დღეს, იმიტომ, რომ რუსული რაკეტა შეიძლება მოფრინდეს ნებისმიერ დროს, ისე, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა ოდესაში, მიკოლაევსა და კიევში“, - განაცხადა ზელენსკამ.
კითხვაზე, ეშინია თუ არა სიკვდილის, ზელენსკამ აღნიშნა, რომ მას იმ ადამიანების უფრო მეტად ეშინია, ვისაც საკუთარი სიცოცხლე არაფრად მიაჩნიათ.
„უფრო მეტად მეშინია ადამიანების, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლე არაფრად მიაჩნიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის სხვა ადამიანების სიცოცხლეც სულ ერთია. ამაში მდგომარეობს სხვაობა ჩვენსა და რუს დამპყრობლებს შორის - ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე“, - ამბობს უკრაინის პირველი ლედი.