უკრაინაში დაღუპულ კახა გოგოლს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

ქართვლი მებრძოლი

უკრაინაში დაღუპულ აფხაზეთიდან დევნილ, კახა გოგოლს სამშობლოში ხვალ, 16 ივლისს გამთენიისას ჩამოასვენებენ. 

კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ადგილზე დაშავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებიც.

47 წლის სამხედრო უკრაინის მხარეს საბრძოლველად ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წავიდა. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.