დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო პლანეტაზე ყველაზე პოპულარული კაცია. მსოფლიო მას სოციალურ ქსელებში, ვიდეო მიმართვებში, წერილებსა და ახალ ცნობებში ელოდება, ეს მისი პოლიტიკური აქტივობის ნაწილია, თუმცა როგორია ზელენსკი ოჯახში - ცოლთან და შვილებთამ და რატომაა "ნამდვილი მამაკაცი", ამაზე "პრაიმტაიმმა" ზელენსკების წყვილზე ინფორმაცია შეაგროვა.
პრეზიდენტი სანამ უკრაინელების გულს მოიგებდა, მან თავისი ცხოვრების მთავარი ქალის გული მოიგო და 19 წელია, ელენასთვის ნამდვილი მამაკაცის ტიტულს ატარებს. პირველი ლედი აღიარებს, რომ ქმრის გვერდით ყოფნისას მუცელში პეპლები ფრენენ...
"უსაფრთხო. მყუდრო. არასოდეს მშვიდი, მაგრამ ყოველთვის საინტერესო. აი რას ვგრძნობ, როცა გვერდით ნამდვილი მამაკაცია. ის, ვისაც ყველაფერში შეიძლება დაეყრდნო. ვინც ნამდვილად უსმენს და შენი სიტყვების ნაკადში იპოვის და გაიგებს მთავარს.“- წერდა ელენა ინსტაგრამზე ქმარზე.
"ნამდვილი მამაკაცი არის ის, ვისთან ერთადაც ყველაფერი შესაძლებელია", - განაგრძო პირველმა ლედიმ. „და ამის გვერდით გეუფლება თავბრუს ხვევის განცდა და „პეპლები“ სხეულში. საყვარელო, ბედნიერი დღე შენ! გმადლობ ერთად ყოველი წამისთვის! შეიძლება კიდევ უსასრულოდ ბევრი იყოს. თუნდაც განსხვავებული, მაგრამ აუცილებლად - ხელიხელჩაკიდებული, ერთმანეთისკენ მიმართული თვალებით. ყოველთვის შენთან, ყოველთვის შენს გვერდით!"
ვოლოდიმერ და ელენა ზელენსკები 2003 წელს დაქორწინდნენ. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ურთიერთობა ინსტიტუტში სწავლისას დაიწყეს. მათზე ცნობილი ფაქტებიდან ირკვევა, რომ ზელენსკები ერთმანეთზე საოცრად შეყვარებული წყვილია.
წყვილის რომანტიკული ურთიერთობა არც ჟურნალ Vogue-ს ფოტოგრაფს გამოჰპარვია. მას შემდეგ რაც, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პირველი პირი გახდა, მედიის ყურადღების ქვეშ განსაკუთრებულად მოექცა მისი მეუღლეც. პირველი ლედი გადაიღო Vogue-მ - შეყვარებული ზელენსკების ფოტოს გასაჯაროების შემდეგ, woman.forumdaily-ი ასე გამოეხმაურა:
"ელენა წყვეტს თავშეკავებულ, ოდნავ დაძაბული ქალბატონის როლს და იქცევა მოსიყვარულე ცოლად და დედად. გაღიმებული ელენა მხარზე იყურება, ვოლოდიმერ ზელენსკი კი ნაზად ეხება მას.
როგორ ხედავს თავს უკრაინის პრეზიდენტი? - ბლიც ინტერვიუში, რომელსაც file.liga ავრცელებს, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ღიმილი ყველაფერია და მამაკაცისთვის მთავარი ღირსება ოჯახის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა.
ზელენსკი საკუთარი თავის შესახებ: "ყოველთვის ვამჩნევდი ჩემს უკან საინტერესო თვისებას: არ ვცდილობ მაშინვე კარგი ვიყო და მერე მოგიგო".
ბავშვობის შესახებ: "ადრეული მოგონებები - მონღოლეთია, (იქ თითქმის 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ისწავლა მონღოლური ენა, აწუხებდა მონღოლური პრობლემები).
ოცნების შესახებ: "მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი მესაზღვრე, შემდეგ წავედი თარჯიმანისა და დიპლომატის სკოლაში."
ჰობიების შესახებ: "სტუდენტი, რომელიც ცეკვით არის დაკავებული, მივევლინე გუნდში ”ზაპოროჟიე - კრივი რიჰ - ტრანზიტი”, როგორც ქორეოგრაფი.
სულის შესახებ: "KVN არის გონების მდგომარეობა, მე მუდმივად მასში ვარ. ღიმილი ყველაფერია.
პიროვნულ თვისებებზე: "მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ქმედება ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის აღებაა.
მყავს, ვთქვათ, ქალიშვილი, მყავს ცოლი... ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ გაბედული ქმედებაა".
ციტატები: რუსეთ-უკრაინის ომიდან - "ახლავე მზად ვარ დავიჩოქო, უბრალოდ ნუ დაიჩოქებს უკრაინა".
უკრაინული ენა: "მე უნდა დავიცვა უკრაინული ენა და გავაკეთებ ამას“.
პასუხი ჟურნალისტს: "არაფერი მმართებს, მხოლოდ ჩემს მშობლებთან ვალში ვარ."
მის მეუღლეზე ვოლოდიმერ ზელინსკზე უკრაინის პირველი ლედის შესახებ RBC-ის მიერ შეგროვებული 9 ფაქტი:
1. ელენა ზელენსკაიას ქალიშვილობის სახელი კიაშკოა, დაიბადა კრივოი როგში 1978 წელს. ის და მისი მეუღლე თანატოლები არიან, სკოლაში პარალელურ კლასებში სწავლობდნენ, მაგრამ ერთმანეთს სკოლის დამთავრების შემდეგ შეხვდნენ, როცა ორივე პირველი კურსის სტუდენტი იყო (ვოლოდიმირი კრივოი როგის ეკონომიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, ელენა - კრივოი როგის ტექნიკურ უნივერსიტეტში).
2. ელენა და ვოლოდიმირ ზელენსკი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ალექსანდრა 2004 წელს დაიბადა, ვაჟი კირილე კი - 2013 წელს.
3. განათლებით ელენა არქიტექტორია, მაგრამ პრაქტიკულად თავის სპეციალობით მას არ უმუშავია. ის ქმრის შემოქმედებით ცხოვრებაში თავიდანვე ჩაერთო და სტუდია 95 Quarter-ში სცენარებს წერდა. ელენა ამავე სტუდიოს 0,01%-იან წილს ფლობს.
4. გარდა ამისა, ზელენსკაია ეწევა ბიზნესს სამომხმარებლო ბაზარზე. ელენა 25%-ს ფლობს შპს Zelaari Fish-ში, თევზის გადამამუშავებელ და კონსერვაციის ქარხანაში.
5. როგორც ცნობილია, ელენა ზელენსკაიამ დიდწილად განავითარა მასწავლებლის "გოლობოროდკოს" იმიჯი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი გახდა, სერიალში "ხალხის მსახური". სწორედ ეს ამ სერიის წყალობით გაჩნდა ვოლოდიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო ნომინაციის იდეა, როლსაც რა თქმა უნდა, დღევანდელი პრეზიდენტი ასრულებდა.
6. ზელენსკაიამ, მისივე აღიარებით, თავიდან არ მოიწონა ქმრის სურვილი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, იგი განზე არ გამდგარა და აქტიურად მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში.
7. ელენა 129,8 და 284 კვ.მ-ის სიდიდის ორ ბინას ფლობს და პარკინგის ადგილს. გარდა ამისა, იგი ფლობს მესამე არასაცხოვრებელ ფართს 337,8 კვადრატული მეტრის ოდენობით. ასევე, ჰყავს ავტომობილი Mercedes-Benz S 500 4Matic.
8. ზელენსკაიას საყვარელი ბრენდირებული აქსესუარებია: Graff-ის სამკაულები, Breguet და Piaget ბრენდის საათები.
9. ელენა ზელენსკაია ამბობს, რომ პირველი ლედის ამპლუაში ის ოჯახურ ტანდემს ქვეყნის ცხოვრებაშიც გაიმეორებს.
"მეჩვენება, რომ ამ ტანდემმა უნდა გაიმეოროს ის, რაც რეალურად ხდება ჩვენს ოჯახში.
ჩვენ ოჯახში ლიდერი გვყავს. მე ვეხმარები, მხარს ვუჭერ, როგორც შემიძლია, მაგრამ მეჩვენება, რომ საბნის აწევა, საკუთარ თავზე ფოკუსირება - ეს აბსოლუტურად არასწორი იქნება." - ამბობდა ელენა.
რაც შეეხება უშუალოდ ვოლოდიმერ ზელენსკის შესახებ აქამდე ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, ამავე გამოცემამ უკრაინის პრეზიდენტზე 10 ფაქტი შეაგროვა:
1. ვოლოდიმერ ზელენსკი კრივოი როგში დაიბადა, მათემატიკოსის და ინჟინრის ოჯახში. ბავშვობაში მან მშობლებთან ერთად, მამის სამუშაოს გამო, 4 წელი მონღოლეთში გაატარა. თუმცა, მონღოლური ენა, მისივე თქმით, მხოლოდ ფრაგმენტულად იცის.
2. სკოლაში ზელენსკის სხვადასხვა ჰობი ჰქონდა: დაკავებული იყო ძალოსნობით, სამეჯლისო ცეკვით, უკრავდა ფორტეპიანოზე. ახლა ის არ არის დაკავებული პროფესიონალური სპორტით, მაგრამ აქტიურად აჩვენებს სოციალურ ქსელებში, რომ ინარჩუნებს ცხოვრების ჯანსაღ წესს: Instagram-ზე არის ფოტოები და ვიდეოები დილაობით აუზში ცურვით, ჰორიზონტალურ ზოლზე ვარჯიშებით და სირბილით.
3. მან მიიღო კრივოი როგის ეკონომიკური ინსტიტუტში იურიდიული ხარისხი, მაგრამ არ სპეციალობით არ უმუშავია, რადგან მალევე სცენამ გაიტაცა - მონაწილეობდა KVN-ში.
4. ზრდასრულთა KVN-ში მისვლის შემდეგ, ზელენსკიმ მონაწილეობა უმაღლესი ლიგის გუნდისთვის საცეკვაო ნომრების მომზადებაში მიიღო. 1998 წლიდან 2003 წლამდე ის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა.
5. გუნდის დამოუკიდებელი სატელევიზიო კარიერა უკრაინაში დაიწყო: მათ შესთავაზეს კონცერტების სერიის გაკეთება საუკეთესო ნომრებით და ეს გადაიქცა სატელევიზიო შოუში "საღამოს მეოთხედად". ამ პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა „Quarter-95 Studio“, რომელიც სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმების გამოშვებით იყო დაკავებული. 2019 წელს საპრეზიდენტო ნომინაციის გამოცხადებისას, ზელენსკიმ განაგრძო თავისი მხატვრული კარიერა, დაიწყო ტურნე ქვეყანაში სპექტაკლებით, რომლებშიც მან გააერთიანა სტენდ-აფ და საარჩევნო კამპანია.
6. ზელინსკების ოჯახი აქტიურად არის ჩართული ვლადიმირის შემოქმედებით კარიერაში. ელენა, კერძოდ, ეხმარება სკრიპტირებაში. გარდა ამისა, იგი ფლობს მცირე წილს შპს Zelensky Studio Quarter-95-ში. 2015 წელს ქალიშვილმა მამასთან ერთად ითამაშა ფილმში "8 ახალი პაემანი".
7. უკრაინის პრეზიდენტის საყვარელი ავტომობილია Land Rover Range Rover-ი, რომელიც მას გაპრეზიდენტებამდე ჰყავდა. ასევე, ვოლოდიმერი Breguet, Tag Heuer, Rolex და Bovet-ის ბრენდის საათებს ფლობს.
8. ზელენსკის აქვს ინტერესები კვების ბაზარზე: ის ფლობს 15%-ს შპს Fish House-ში, რომელიც დაკავებულია სარესტორნე ბიზნესით.
9. პეტრო პოროშენკო ზელინკის ხშირად, ოლიგარქ კოლომოისკის "თოჯინასაც" უწოდებდა. ზელენსკიმ ამაზე კომენტარი გააკეთა: „ვმუშაობ სტუდიაში Quarter-95-ში და ამ სტუდიის პროდუქტი იყიდება ტელეარხზე "1 + 1". მე არ მაქვს მასთან არანაირი ხელმოწერა, შეთანხმება, მემორანდუმი იმის თაობაზე, რომ ვემსახურები მფლობელ კოლომოისკის. ის არ არის ჩემი ბატონი, მე არ მყავს ბატონი. ”
10. ზელენსკიმ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო ვადით წავიდოდა. მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა, რომ ხუთი წლის შემდეგ ქვეყნიდან არ გაიქცევა.