„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
რუსმა დამპყრობლებმა მძევლად აიყვანეს მარიუპოლიდან ცნობილი მშობიარე ქალი მარიანა ვიშემირსკაია, რომლის ფოტოც მარიუპოლის სამშობიაროდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია მოხალისეების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, მოხალისეები ცდილობდნენ ახალგაზრდა დედის გადარჩენას და მისი ახლობლების თხოვნით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.
ახლა ოკუპანტები მარიანას იყენებენ თავიანთი დანაშაულის გასამართლებლად.
„გაითვალისწინეთ, რომ ის და მისი შვილი მძევლები არიან“, - აცხადებენ მოხალისეები.
მანამდე, 2 აპრილს, რუსმა პროპაგანდისტებმა მარიანასთან ჩაწერილი „ინტერვიუ“ აჩვენეს. ვიდეო შეიცავს უამრავ კლიპს. მძევლად აყვანილი ქალის სიტყვების მონტაჟით, ოკუპანტები ცდილობდნენ დაედასტურებინათ საკუთარი ტყუილი, რომ „აზოვის ბაზა" იმ საავადმყოფოში იყო განთავსებული, რომელიც დაბომბეს.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის სამშობიაროზე განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ, მთელი მსოფლიო შეძრწუნდა ძლივს გადარჩენილი ორსული ქალების ფოტოებით. ერთ-ერთ სურათზე იყო გოგონა მარიანა, რომელსაც რუსები აბრალებდნენ, რომ აფეთქების შემდეგ სამშობიაროში მივიდა და „იქ მოდელად მუშაობდა“.