VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსმა დამპყრობლებმა ოკუპირებულ ხერსონის რაიონში „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარალელურად, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლას ისახავს მიზნად“. მედიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ვლადიმირ სალდო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი მიიღებს რეფერენდუმის შედეგებს.
სალდოს თქმით, რუსეთში დაბრუნება უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მის მოსახლეობას და გახდება ისტორიული სამართლიანობის ტრიუმფი. მანამდე, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ადმინისტრაციების საზოგადოებრივი პალატები გამოვიდნენ.