რუსეთში გამოკითხულთა 45% თვლის, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს

ქალი

რუსეთში გამოკითხულთა 45% თვლის, რომ დროებით ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები - ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. საკითხთან დაკავშირებით კვლევა „ლევადა-ცენტრმა“ ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 21% თვლის, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა ჩამოყალიბდნენ, 14% ამბობს, რომ ისინი უკრაინის ნაწილებად უნდა დარჩნენ, 19%-მა კი კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.

გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე რეფერენდუმების ჩატარების გეგმას, 27% ამ პროცესს გულგრილად უყურებს და მხოლოდ 11% ეწინააღმდეგება.