ოკუპანტებმა ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს - უკრაინული მედია

klinika

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს.

ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ Telegram არხზე განაცხადა, რომელსაც YNIAN-ი ავრცელებს. 

„საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოახერხა ამ ცნობის გადმოცემა: 

„საავადმყოფოს დატოვება შეუძლებელია. ძლიერად ისვრიან, ჩვენ სარდაფში ვსხედვართ. ორი დღეა მანქანები საავადმყოფომდე მოსვლას ვერ ახერხებენ.

ირგვლივ მაღლივი კორპუსები იწვის... რუსებმა მეზობელი სახლებიდან ჩვენს საავადმყოფოში 400 კაცი შემოიყვანეს. ჩვენ გარეთ ვერ გამოვდივართ“, - განაცხადა კირილენკომ.

მისი თქმით, წინა დღეს, რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფო პრაქტიკულად გაანადგურეს.

მთავარ კორპუსში დაბომბვის შედეგად იატაკის ფილები ჩაცვივდა, მაგრამ პერსონალი და პაციენტები ადაპტირებულ სარდაფში დარჩნენ, სადაც ისინი მუშაობენ და მკურნალობენ.