„მზიანი და მეგობრული საქართველო უკრაინელ ლტოლვილებს იღებს“- უკრაინული მედია ვრცელ სტატიას საქართველოს უძღვნის

we

"მზიანი და მეგობრული საქართველო უკრაინელ ლტოლვილებს იღებს, რომლებიც რუსეთთან ომის გამო იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა" - წერს უკრაინული მედია გამოცემა. 

საქართველოში ჩასვლის მსურველ უკრაინელებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ: უფასო ავიაბილეთი ქალაქ ქუთაისში. თუმცა, მანამდე ჯერ პოლონეთში უნდა მოხვდეთ, რადგან უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავები არ დაფრინავენ.

როგორ მოხვდეთ უკრაინიდან საქართველოში?

პირველ რიგში, ლტოლვილები პოლონეთში უნდა ჩავიდნენ, რათა თვითმფრინავით საქართველოში მოხვდნენ. პოლონეთში შესვლის წესები საკმაოდ მარტივია, პასპორტიც კი არ არის აუცილებელი. პოლონეთში შესვლა საკუთარი მანქანით ან საევაკუაციო მატარებლით არის შესაძლებელი.

ასევე, უკრაინელებს ქვეყნიდან გასვლაში Telegram-ის არხებში "ტრანსპორტირება პოლონეთში", "დახმარება წასვლაში" და "ევაკუაცია უკრაინიდან" ეხმარებიან.

WIZZ AIR-ი უფასო ფრენებს ვარშავიდან, ვროცლავიდან, გდანსკიდან და კატოვიციდან ქუთაისში გთავაზობთ.  უფასო ბილეთის მისაღებად პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერი უნდა შეიყვანოთ. 

უფასო ბილეთი მხოლოდ ხელბარგს მოიცავს. ხოლო ბილეთები ბარგით დაახლოებით 45-70 $ დაგიჯდებათ.

ფასიანი ბილეთების შეძენა შესაძლებელია LOT POLISH AIRLINES-დან. ცალმხრივი ბილეთის ღირებულება დაახლოებით 220 დოლარია.

საქართველოში უფასო ფრენა ასევე ხორციელდება რუმინეთიდან.

ტრანსპორტით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით 

უკრაინელებს საქართველოს მასშტაბით მატარებლით მგზავრობა უფასოდ შეუძლიათ. მატარებლის უფასო ბილეთის მისაღებად საჭიროა, პასპორტი წარადგინოთ. საქართველოს რკინიგზის ბილეთების დაჯავშნა ონლაინაც არის შესაძლებელი. 

საბუთები, რომლებიც საქართველოში შესასვლელად დაგჭირდებათ

საქართველოში შესასვლელად ბავშვებსაც და მოზრდილებსაც პასპორტი ესაჭიროებათ, არ გჭირდებათ ონლაინ ფორმის შევსება. თქვენ ასევე, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა გჭირდებათ. თუ ცხოველებთან ერთად შედიხართ, უნდა გქონდეთ ვეტერინარული პასპორტი, ჩიპი და ვეტერინარული მოწმობა N1, გაცემული 5 დღით ადრე.

სად იცხოვრებთ საქართველოში?

საქართველოს აქვს პროექტი, რომელიც უკრაინიდან ჩასული ლტოლვილებისთვის უფასო საცხოვრებლის მოძიებას ითვალისწინებს. ამისთვის უნდა დატოვოთ განაცხადი ვებგვერდზე. ასევე, მოქმედებს უფასო ცხელი ხაზი ნომერზე: 0 800 800 909.

თბილისში, ნიშნიანიძის ქუჩაზე  N12-ში  უკრაინელი 13:00-დან 16:00 საათამდე უფასოდ იკვებებიან.

სამედიცინო დახმარება საქართველოში

უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში საავადმყოფოების, სარეაბილიტაციო ცენტრების, საცხოვრებლის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენაშიც ეხმარებიან.

ქართული არაკომერციული ორგანიზაცია Inclusive Practices-ი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს საქართველოში ეხმარება, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ ამ ნომერზე +995579094761 (Viber, WhatsApp, Telegram).