„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
რუსეთის მიერ ოკუპირებული ენერგოდარი ღამით ოკუპანტებმა დაბომბეს, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ „ტელეგრამზე“ ქალაქის მერმა დმიტრო ორლოვმა განაცხადა.
„ღამით ენერგოდარზე კვლავ იერიშები განხორციელდა. ქალაქს ნაწილობრივ არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. დაბომბვა ჯერ ინდუსტრიულ ზონაში, შემდეგ კი თავად ქალაქში, დაახლოებით შუაღამისას დაიწყო და დილითაც არ შეწყვეტილა“, - განაცხადა ორლოვმა.
მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.