1731614151
აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზთან
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღდგა კავშირი ერთადერთ დარჩენილ, 750-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან. კავშირის აღდგენა სადგურის უკრაინელმა თანამშრომლებმა 18 ოქტომბერს დაუდასტურეს ადგილზე მყოფ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს.
რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბოლო ათ დღეში სადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის კავშირი სამჯერ შეწყდა, რაც ადასტურებს, რამდენად აუცილებელია სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა.
Ukraine #Zaporizhzhya Nuclear Power Plant has restored connection to its last remaining operating 750 kV power line after it was lost for 3rd time in ten days, @RafaelMGrossi said today. It had continued to receive power from off-site back-up 330 kV line. https://t.co/ITrlPQq3Az pic.twitter.com/0rz2MY0c0b
— IAEA - International Atomic Energy Agency (@iaeaorg) October 18, 2022
2022 წლის 30 სექტემბერს, პრეზიდენტმა პუტინმა ზაპოროჟიეს ოლქი ანექსირებულად გამოაცხადა. რუსმა სამხედროებმა მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გააძევეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი.
უკრაინის ხელისუფლება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოითხოვენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას.