1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„უკრაინელ კაცებს ფეხსაცმელს ხდიდნენ, რომელსაც წყლით ავსებდნენ და ხელახლა აცმევდნენ“, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა წერს და ტყვეების წამების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს აიძულებდნენ რუსული პატრიოტული სიმღერები ესწავლათ, რათა შემდგომ მათი მეთაურისთვის ემღერათ.
„მძევლად ყოფნისას რაშისტები უკრაინელ კაცებს ფეხსაცმელს ხდიდნენ, რომელსაც წყლით ავსებდნენ და ხელახლა აცმევდნენ. ამის შემდეგ კი მძევლებს აიძულებდნენ სიცივეში, მიწაზე სახით 3-4 დღის განმავლობაში დაწოლილიყვნენ.
გაყინული კიდურებით ისინი რუსულ ბანაკებში მიჰყავდათ, შემდეგ კი SIZO № 1-ში - რუსეთის ქალაქ კურსკში მდებარე ციხეში გადაჰყავდათ, სადაც მათ არანაირ სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ.
უკრაინელებს ისინი პატიმრების ფორმებს აცმევდნენ, თმას სჭრიდნენ, აწამებდნენ და რუსულ პატრიოტულ სიმღერებს ასწავლიდნენ, რათა მათი მეთაურებისთვის ემღერათ.
დაკითხვები დღეში 2-3ჯერ ტარდებოდა, რის შემდეგაც უკრაინის მოქალაქეებს სცემდნენ, შემდეგ კი აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელშიც ეწერა, რომ მათ კარგად ექცეოდნენ“, - აცხადებს ლუდმილა დენისოვა.