პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა რუსული ოკუპაციის სისასტიკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მიღწეულ შეთანხმებებს, იმ ქალაქის ფასიც კი არ აქვს, რომელზედაც ისაა დაწერილი.
„19-20 აპრილს მარიუპოლში რუსი სამხედროების ტყვეობაში აღმოჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები სასტიკად აწამეს. არაადამიანური წამების შემდეგ, ერთ-ერთი მებრძოლი რაშისტებმა სასტიკად მოკლეს, თავისი ნამოქმედარის დამადასტურებელი ფოტო კი „აზოვის“ მებრძოლის დედას გაუგზავნეს. სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციასთან მიღწეულ შეთანხმებებს, იმ ქალაქის ფასიც კი არ აქვს, რომელზედაც ისაა დაწერილი. ოკუპანტები მზაკვრულ პროვოკაციებს მიმართავენ და არ ერიდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებას. ისინი ხალხს ტყვედ ჩაბარებას აიძულებენ, შემდეგ კი მათ ხოცავენ“, - ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი.