დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„სპეკულაცია და საკითხის რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს“, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, სახელმწიფო ლტოლვილებს უყურადღებოდ არ ტოვებს და ყველა ოჯახს, დახმარების სახით, ყოველთვიურად, 300 ლარს ურიცხავს და მათ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა რაიონში ბინები იქირაონ.
„ივლისში გამოიცა მთავრობის დადგენილება და მარტიდან სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროებში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით. ასევე, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ამისი საჭიროება აქვს, 45 ლარით. მინდა, მოკლე განმარტება გავაკეთო, საიდან მივედით ამ თანხებამდე და თუ როგორი პრაქტიკაა დღეისთვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილებული და ყველა ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე, ჩვენს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში გვყავს 300 ათასამდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის. მათთვისაც ზუსტად ეს თანხებია განსაზღვრული, რასაც ჩვენ ვაძლევთ ბინის საქირავებლად ყოველთვიურად. ასევე, 45-ლარიანი დახმარება ხელზე, რასაც თითოეულ ჩვენს დევნილს ვაძლევთ ყოველთვიურად. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და საკითხის რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს. დღეიდან უკვე ლტოლვილების დიდი ნაწილი სასტუმროებიდან გამოვიდა. უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხათ ეს დახმარება. ჩვენი დევნილების სააგენტოს თანამშრომლები სამი კვირის განმავლობაში ადგილზე დადიოდნენ სასტუმროებში და ყველა ლტოლვილს, რომელიც აღრიცხეს და შესაბამისი განცხადებები შეავსეს, ბანკთან შეთანხმებით გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ შესაბამისი დახმარებები. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა „ლიბერთი“ ბანკს. ასევე, ამ თანხების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან ხდება ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონში. ჩემმა თანამშორმლებმა მოიძიეს ბინები, სადაც შეიძლება, ქირაობდა და ამ შეთავაზებებსაც ისი უკეთებენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.