უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
1685548125
ნურსულთან ნაზარბაევი გამოჩნდა. ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ქვეყანა არ დაუტოვებია და ის ამჟამად დედაქალაქში იმყოფება. ეს განცხადება თავად ნაზარბაევმა სპეციალური ვიდეომიმართვით გაავრცელა.
ეს ყაზახეთში არეულობის შემდეგ მისი პირველი საჯარო მიმართვაა. ნაზარბაევი აცხადებს, რომ მან უფლებამოსილება პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევს გადასცა და მას შემდეგ ის პენსიონერია.
მისივე თქმით, ქვეყნის ელიტაში არავითარი კონფლიქტი ან დაპირისპირება არ არსებობს და ჭორები საფუძველს მოკლებულია.
ვიდეო მიმართვაში ნაზარბაევმა ყაზახეთში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და არეულობების მიზნად ქვეყნის მთლიანობის განადგურება დაასახელა.