დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რუსეთმა აზოვის პოლკის მებრძოლები მათ სამხედროებზე არ უნდა გაცვალონ. ვოლოდინმა მათ „ნაცისტი კრიმინალები“ უწოდა.
„ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ. ისინი ომის დამნაშავეები არიან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცენ.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, ჰუმანურად მოეპყრონ, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს სამხედრო ტყვეებს. რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა დარჩეს - ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია“, – თქვა ვოლოდინმა.
რუსეთის დუმის სპიკერმა დავალება მისცა თავდაცვის კომიტეტს, მოამზადოს შესაბამისი საპროტოკოლო დავალება.