1740372372
„ნანგრევებიდან წლინახევრის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს“ - ოკუპანტები კრივოი როგს დაესხნენ თავს

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგში ერთ-ერთ სახლზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
მისივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი წლინახევრის ბიჭია.
„რუსებმა მოკლეს 64 წლის ქალი, ასევე, ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად. 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია“, – აცხადებს რეზნიჩენკო.