„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სთხოვა აშშ-ს კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 38 მილიარდი დოლარის გამოყოფა, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ვიცით, რომ ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ისინი საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ ბრძოლის ველზე“, - განაცხადა სალივანმა.
სალივანმა დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.