1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. საპირისპირო მოსაზრებები გამოკითხულთა მხოლოდ 14%-ს აქვს, 10%-ს გაუჭირდა შეფასება.
გამოკითხულთა 93% მიიჩნევს, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის თავდასხმის მოგერიებას. გამარჯვების რწმენა ჭარბობს ქვეყნის ყველა რეგიონში.
ასევე, გამოკითხულთა ნახევარი (47%) იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთთან ომის მოგებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. მეოთხედს (23%) სჯერა, რომ ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდება. მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ომი დასრულდება ექვს თვეში ან ერთ წელიწადში ან მეტ ხანში.
გამოკითხვა ჩატარდა სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ 18 მარტს უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა. სატელეფონო ინტერვიუს გზით გამოიკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის 1000 ადამიანი. ცდომილება არის 3.1%.