მზად ვართ, დავსხდეთ და მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას, მაგრამ არ ვართ მზად კომპრომისისთვის - იენს სტოლტენბერგი

ა ნატო-ს გენერალური მდივანი

NATO მოსკოვს წერილობით დოკუმენტს მიმდინარე კვირის ბოლოს გაუგზავნის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დოკუმენტში ის საკითხები იქნება ხაზგასმული, რომელზეც რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია, თუმცა, NATO თავის ძირეულ პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს.

„ჩვენი მიზანია, პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა, შესაბამისად, რუსეთი მეტი შეხვედრისა და დიალოგისთვის მოვიწვიეთ, ასევე, მალე წერილობით წინადადებას გადავცემთ იმ საკითხების შესახებ, რომლის ერთად განხილვა შეგვიძლია და შევეცდებით წინსვლის გზა გამოვნახოთ.

წერილობით დოკუმენტს ამ კვირის ბოლოს გავაგზავნით, ამას ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად ვიზამთ. ჩვენ ხაზს გავუსვამთ, რომ მზად ვართ დავსხდეთ და განვიხილოთ შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, სამხედრო აქტივობების შესახებ გამჭვირვალობა, რისკის შემცირების მექანიზმები და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ასევე, დავსხდეთ და მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად ძირეული პრინციპებზე კომპრომისისთვის, მათ შორისაა ევროპის ყველა ქვეყნის უფლება თავად აირჩიოს საკუთარი გზა",-აცხადებს სტოლტენბერგი.