გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა და სხვებიც მწერენ - უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო, - ამ შინაარსის პოსტს უკრაინაში საომრად წასული დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კონტრაქტი კი გავაფორმეთ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაგვრიცხეს, მაგრამ არავის ქართველებიდან (სხვებზე ვერაფერს ვიტყვი) კითხვაც კი არ დაგვისვამს რამე ანაზღაურება იქნება თუ არა.
უფრო მეტიც, ბიჭებს რომ ვკითხე, ყველანი შეურაცხყოფილები დარჩნენ. ჩემს და მათ პოზიციას გეტყვით - ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის ჩვენთვის შეურაცმხყოფელი! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - ვკითხულობთ ელისაშვილის ფეისბუკ-პოსტში.