პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა საჯაროდ დაასახელებს იმ კომპანიებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის ბაზრის დატოვება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გულწრფელად ვიტყვი, ყველა მათგანი ნებაყოფლობით არ ტოვებს რუსულ ბაზარს. ზოგის აქტიურ სტიმულირებას ვახდენთ, ზოგს ვაიძულებთ, რომ დატოვოს. ეს არის პირადად ჩემი და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტიც. ახლა ყველაზე პრობლემური კომპანიებია „ნესტლე“, „უნილევერი“, საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელსაც ჩვენ ასე მივეჩვიეთ“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ზოგიერთი კომპანია უკრაინას თხოვნით მიმართავს, საჯაროდ არ ახსენონ ისინი და არ გააკრიტიკონ.
„მინდა, წინასწარ ვთქვა, რომ ჩვენ ამ კომპანიებს დავასახელებთ. ჩვენ ახლა მოგვმართავენ – შეიძლება, არ გვახსენოთ, შეიძლება საჯაროდ არ გაგვაკრიტიკოთ; ჩვენ თქვენთან რამე შეთანხმებას მივაღწევთო. ჩვენ ვამბობთ – არა, თუ თქვენ დარჩებით, ე.ი თქვენ დაგასახელებთ. მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ თქვენ ფულს შოულობთ უკრაინელების სისხლის ხარჯზე. ჩვენ ძალიან მტკიცე და შეუწყნარებელი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა კულებამ.