1732386875
მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა აღიაროს მარცხი - ვოლოდიმის ზელენსკი
აღარ აქვთ მათ არც სტრატეგიული ძალა, არც ხასიათი, არც აღქმა იმისა, საერთოდ რას აკეთებენ აქ - ჩვენს მიწაზე“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუს სამხედროებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მტერს არ აქვს გამბედაობა აღიაროს დამარცხება და დატოვოს უკრაინის მიწა.
„რუსეთის ფედერაციამ უკვე კარგად იგრძნო რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი არსად ჩვენს მიწაზე, რომლის ოკუპაციაც მოახდინეს. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაცია საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მათი სპეცოპერაცია.
რუს ჯარისკაცებს და ჩვენ ეს ვიცით მათი საუბრის მოსმენის შედეგად, გულწრფელად ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების. 139 დღე ასეთი ომის, თითქმის 20 კვირა, მსოფლიოში ე.წ. მეორე ჯარს ეშინია უკრაინელების და შეუძლია რამის გაკეთება მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უსაზღვრო მარაგის წყალობით. აღარ აქვთ მათ არც სტრატეგიული ძალა, არც ხასიათი, არც აღქმა იმისა, საერთოდ რას აკეთებენ აქ - ჩვენს მიწაზე. არ აქვთ მცირეოდენი გამბედაობაც კი აღიარონ დამარცხება და წაიყვანონ ჯარი უკრაინული მიწიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.