პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევა განახორციელა დრონებით. როგორც სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა იუწყება, გუშინ ღამით ავიაციამ და საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, სახმელეთო ძალებთან ერთად შეძლეს 10 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქში. ამას გარდა საჰაერო შეტევის შესახებ განგაში გუშინ გამოცხადებული იყო კიევის, კიროვოგრადის და ჩერკასის ოლქებში.
კიევის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამიზნე კვლავაც ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო, თუმცა წინასწარი მონაცემებით, კიევის ოლქში ვერც ერთმა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია.
პარალელურად უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ მიიტანა საარტილერიო დარტყმები სუმის ოლქზე. ცეცხლს ხსნიდნენ ასევე ნაღმმტყორცნებიდან. შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ რუსეთი საახალწლოდ სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაზე მასირებულ თავდასხმას, რათა მოქალაქეები ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდნენ.
„ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მოსალოდნელია, რომ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ. შესაძლოა, ოკუპანტი მორიგ დარტყმებს ამზადებს ჩვენს ქალაქებზე, რომ გვაიძულოს დავიტანჯოთ. მაგრამ რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენ ვიცით ერთი – ჩვენ ამას გავუძლებთ. აუცილებელად. ყველას გავაგდებთ. ეჭვგარეშეა. და ისინი დაისჯებიან ამ საშინელი ომისთვის. მაქსიმალურად დაისჯებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისვე თქმით, ფრონტის ხაზზე ვითარება ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ყველაზე ცხელი წერტილი ისევ ბახმუტი, სოლედარი და დონეცკის ოლქის წინა ხაზია.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა არ თქვა უარი შეშლილ მიზანზე, დონეცკის ოლქში ადმინისტრაციულ საზღვრებზე ახალ წლამდე გავიდეს.