"მთელი ევროპა საფრთხეშია, ჩერნობილის განმეორების ალბათობის წინაშე ვართ" - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ედგარს რინკევიჩი

"ატომურ სადგურზე თავდასხმა ნიშნავს, რომ მთელი ევროპა საფრთხეშია, ჩერნობილის განმეორების ალბათობის წინაშე ვართ",- ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

„უკვე დროა, ვიფიქროთ ენერგოსექტორზე სანქციების დაწესებაზე, რადგან ჩვენი ფულით რუსეთი აგრძელებს ომის დაფინანსებას. ეს ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ გავაკეთოთ არჩევანი. გვინდა ახალმა ჩერნობილმა გადაუაროს და დაშალოს ყველაფერი თუ ჩვენი მხრიდანაც ფასის გადახდით რუსეთი შევაჩეროთ? არასაფრენ ზონაზე ბევრმა ჩვენმა კოლეგამ გამოთქვა აზრი, ბევრი ვარიანტია, არ მინდა ყველაფერზე საუბარი, უნდა ვიყოთ ფრთხილი და დაბალანსებული“, - განაცხადა რინკევიჩმა.