ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ ირანში დღეს განხორციელებული დარტყმების სამიზნეებს შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და დრონების საწყობები იყო.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ირანში 300-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი გაანადგურეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ირანს მხოლოდ 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი რჩება.