გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს დაუსჯელად თუ მიეცემა ბირთვული შანტაჟის ნება, მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს შესაძლოა, ლოგიკური მოეჩვენოთ იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის.
„რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა. რუსეთს დაუსჯელად თუ მიეცემა ბირთვული შანტაჟის ნება, მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს შესაძლოა, ლოგიკური მოეჩვენოთ იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის – არაფრის თქმაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.