ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რუსეთთან თამაში შეწყვიტოს და უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს უკრაინაში რუსეთის უაზრო ომის დასასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არ გატყდება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ამ უაზრო ომისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.
„კიდევ რამდენი კვირა შეეცდება ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმებას? რუსეთზე ზეწოლა, ფაქტობრივად, სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, სხვადასხვა კამათი თუ მსხვერპლის ხარჯზე აგრესორის „დამშვიდების“ წინადადება მხოლოდ უკრაინელების მოკვლას ნიშნავს“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავს, მათ შორის ემბარგოს რუსეთის ნავთობის იმპორტზე, თუმცა უნგრეთი ეწინააღმდეგება ამ იდეას იმ მოტივით, რომ მისი ეკონომიკა ძალიან დაზარალდება.