პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისთვის მიწოდებული ნებისმიერი იარაღის ტვირთი რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე იქნება.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან. ლავროვის შეფასებით, დასავლეთი ცდილობს რუსეთის განვითარება შეაფერხოს.
„ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს. დასავლეთი ცდილობს რუსეთის მარგინალიზებას, შეაჩეროს მისი განვითარება. მოსკოვზე ზეწოლა უპრეცედენტოა, ნებისმიერი ტვირთი უკრაინისთვის იარაღით, გახდება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე. მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
მოსკოვს სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საერთო იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრა. ზელენსკიმ იცის, რომ ჯო ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია და ცის დახურვაზე მისი პოზიცია ცნობილია. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ კონგრესი მოახდენს ზეწოლას ბაიდენზე რუსეთთან უფრო დიდი დაპირისპირებისთვის. იმედი მაქვს, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის არსებული ანომალიური მდგომარეობა დასრულდება, მაგრამ სიტუაციის ნორმალიზებას დასავლეთი შეაფერხებს. ურთიერთობები არ დალაგდება უცებ, მაგრამ ეს მოხდება ეტაპობრივად" - აცხადებს ლავროვი.