მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრებზე, მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან უფრო რეალისტური მოთხოვნები ისმის.
„ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა და გამარჯვება რაც შეიძლება სწრაფად. ყოველთვის არის ასეთი განცდა, რომ სულ ცოტაც და ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ საჭიროა ძალისხმევა, მოთმინება. კიდევ უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშავოთ, ყველამ თავის ადგილზე. ეს მნიშვნელოვანია. მძიმეა, მაგრამ მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ყველა ომი სრულდება შეთანხმებით, შეხვედრები გრძელდება“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.