უკრაინაში პოლონეთის, სლოვენიის და ჩეხეთის პრემიერმინისტრები ჩავიდნენ - შეხვედრა ზელენსკისთან

zelenskis shexvedra

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი პოლონეთის, სლოვენიის და ჩეხეთის პრემიერმინისტრებს შეხვდა. 

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინისთვის ამ რთულ დროს, კიევში მათი ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი მტკიცებულებაა.

ამის შესახებ მის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

"პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი, ვიცეპრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ მინისტრი იანეზ იანსა - თქვენი ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

კონკრეტულად, შეხვედრის დროს, რაზე იმსჯელეს და რაზე შეთანხმდნენ ოთხი ქვეყნის ლიდერები ჯერჯერბოით უცნობია.