2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დაწყებას Twitter-ზე ეხმაურება.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთან, უდანაშაულო ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისკენაა მიმართული, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და ეშინიათ მათი სიცოცხლისთვის. ჩვენ კრემლს პასუხისმგებლობას დავაყენებთ," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.