1760557228
მივმართავთ კიევის მოსახლეობას, ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია, თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

"მივმართავთ კიევის მოსახლეობას, ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია, თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის გზატკეცილით. ეს მარშრუტი ღია და უსაფრთხოა", - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებაში.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესხმიან თავს. მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან მინიმუმ 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 14 ბავშვი დაიღუპა.

ინფორმაცია პენსიის მიმღებთა საყურადღებოდ
1760596421

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247