ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც სამხედრო ნადავლისთვის ჯილდოზეა საუბარი.
„სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი" მზადაა გადაიხადოს პრემია $1,000,000 გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის. ასევე გრძელდება პროგრამა, რომელიც მუშა მდგომარეობაში მყოფი გატაცებული შვეულმფრენისთვის 500 000 დოლარს ითვალისწინებს.
განახლება: რუსეთის ფედერაციის პილოტებს, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, გარანტირებული აქვთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობის მიცემა," - წერს დავით არახამია.