დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პროკურატურა უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს რუსი სამხედრო ვადიმ შიშიმარინისთვის, რომელიც ბრალდებულია სუმის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში. სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა და პატიება ითხოვა.
ბრალდებულმა პროცესზე მკვლელობის დეტალები გაიხსენა:
გზაში პრაპორშჩიკმა მაკეევმა (რუსმა სამხედრომ, რომელიც მართავდა მანქანას) დაინახა კაცი, ის ტელეფონზე საუბრობდა, მაკევმა თქვა, ის რომ სამხედროებს ურეკავდა და სროლა ბრძანა.
შემდეგ კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მძღოლის მარჯვნივ იჯდა, შემობრუნდა და მიბრძანა მესროლა და ის ამტკიცებდა, რომ საფრთხე გვემუქრებოდა.
მე ის არ მინახავს. დავინახე, როცა გავუტანაბრდით და მოკლე მანძილიდან ვესროლე. ასე მოვკალი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს მოკლულის ქვრივი დაუპირისპირდა, რომელმაც რუს ჯარისკაცს ჰკითხა, თუ რას გრძნობდა ის, როცა ქმარი მოუკლა და ნანობდა თუ არა მის საქციელს, რაზეც შიშიმარინმა ქალს უპასუხა, რომ ნანობს და პატიებას სთხოვს:
-დიახ, მე ვაღიარებ დანაშაულს და მესმის, რომ თქვენ ჩემს პატიებას ვერ შეძლებთ, მაგრამ პატიებას ვითხოვ
-რატომ მოხვედით, ვისგან დასაცავად, ჩემი ქმრისგან დამიცავით, რომელიც მოკალით?!
ჯარისკაცის თქმით, მას კაცის მოკვლა არ სურდა და მხოლოდ ბრძანებას ასრულებდა.