ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
უკრაინის პრეზიდენტმა, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ბოლო მიმართვაში, ომის 26-ე დღე შეაჯამა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებს სიცარიელე აქვთ გულის და სულის ნაცვლად და ყველაფრის ნაცვლად, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.
"მტერმა იერიში ჟიტომირის ოლქზემიიტანა, რაზეც მკაცრი პასუხი მიიღო. ხარკოვში ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათ იმდენი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა - პილოტებს, რომლებიც კიდევ აპირებენ გამოფრენას, თავში ტვინის მაგივრად სიცარიელე აქვთ. სიცარიელე აქვთ გულისა და სულის მაგივრადაც.
ხარკოვში ბორის რომანჩენკო მოკლეს. ადამიანი, რომელმაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა, ის 96 წლის იყო. მან ჰიტლერის მიერ შექმნილ მკვლელ მანქანას, 4 საკონცენტრაციო ბანაკს გაუძლო. თუმცა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა.
ხერსონში კი ოკუპანტებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. იმ თავისუფლებისთვის, რომლის შესახებაც რუსმა ჯარისკაცებმა საერთოდ არაფერი იციან. ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსს, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფებოდა.
დღეს ვესაუბრე ნიდერლანდების პრემიერს, რუტეს, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს. ევროპაში გასამართი მნიშვნელოვანი სამიტის წინ, ჩვენი გასავლელი საკითხების კოორდინირებას ვახდენთ. 24 მარტს დიდი შვიდეულის, NATO-სა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაა ჩანიშნული. უკრაინის პოზიცია აუცილებლად გაჟღერდება და ეს იქნება ძალიან მკაფიო პოზიცია,"- განაცხადა ზელენსკიმ.