ცნობილია, 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ვინაობა
1740385707
საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ერთად ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთი სოლიდარობით დგას უკრაინის გვერდით. საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით, მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – წერს ემანუელ მაკრონი.
დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი გაიმართება.
La France condamne fermement la décision de la Russie de faire la guerre à l’Ukraine. La Russie doit mettre immédiatement fin à ses opérations militaires.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) February 24, 2022