9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ძალიან გაურთულებს ცხოვრებას იმ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდის ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
„მართლა მინდა, რომ მათ ცხოვრება გავურთულო. ამის კეთებას ჩვენ განვაგრძობთ“,- აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ძალით ვინმეს აცრას არ აპირებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ შესაბამის სტიმულს გაუჩენს აუცრელ ადამიანებს, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებზე მათ წვდომას მინიმუმამდე შეამცირებს.
„მე არ გავუშვებ მათ ციხეში, ამიტომ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან ვერ წავლენ რესტორანში, ვერ დალევენ ყავას, ვერ წავლენ თეატრსა თუ კინოში“, - განაცხადა მაკრონმა.