გაზის მიწოდება დროებით 4000 აბონენტს შეუწყდება
1784655935
ლენტეხში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ - სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზე არსებულ მდგომარეობას სწავლობს. მათი ჩართულობა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.
ადგილობრივების თქმით, დაძრულია მიწის მასა და საჭიროა დროული რეაგირება.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაელოდებიან გეოლოგების დასკვნას, რის შესაბამისადაც საჭირო ღონისძიებები გატარდება.
შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია, მოხდება ზარალის შესწავლა და გაგრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხების გარეშე, თუმცა შესაბამისი რეკომენდაციებით არის შესაძლებელი.
"ვიმყოფებით ისევ სტიქიის ზონაში, დღეს უკვე გეოლოგიური ჯგუფი ჩამოვიდა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენც შევხედეთ, რომ ეს საჭიროებას წარმოადგენდა იქიდან გამომდინარე, რომ მეწყრული პროცესი არა ერთხელ განმეორდა აღნიშნულ ხეობაში. შესაბამისად, გეოლოგების დასკვნის შემდგომ, უკვე ვიხელმძღვანელებთ აღნიშნული დასკვნით და შემდგომი ღონისძიებები დაიგეგმება," - ამბობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გაზდელიანი.