„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
“მედგიდის” დამფუძნებლის, სოფო ჯაფარიძის დედა, ნინა ყიფიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ მისი შვილი უკრაინაში წავიდა
“მაინც წავიდა…
მთავარი დიაგნოზის პატარა, მაგრამ მაგარ გუნდთან ერთად…
ვღელავ… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აფორიაქებულ მის შვილებს ვუყურებ, მაგრამ მაინც უბედნიერესი ვარ.
თუნდაც ერთ უკრაინელს ხომ მაინც შეუმსუბუქებს ყოფას, ერთ ადამიანს ხომ მაინც ანუგეშებს, უკრაინელ ბავშვებს (და არა მხოლოდ) საჩუქრებით ხომ გაახარებს… მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებს ხომ ჩაუტანს… რამდენიმე დაობლებულ პატარას ხომ ჩაიხუტებს და წუთიერად გაათბობს…
დღემდე წუხს, რომ აფხაზეთის ომის დროს სამი წლის იყო, 2008-ში ნაღრძობი ფეხით იწვა და უმოქმედოდ იყო იმ ტრაგიკულ დღეებში…
სითბოში ტელევიზორთან, სავარძელში ჯდომას და ვიშვიშს, სიცივეში საველე პირობებში შრომა არჩია.
დიდი გეგმებით და უდიდესი შემართებით წავიდა. მებრძოლი და თავისუფალი სული არასდროს ასვენებს, ასეა ბავშვობიდან. სიკეთით ევლოთ კარგ ადამიანებს”, – წერს ნინა ყიფიანი სოციალურ ქსელში.