რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ სტრატეგიულ შეტევას განაგრძობენ.
როგორც გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი, მათი მიზანი კიევის ბლოკადაში მოქცევაა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსული ჯარი შეტევას ქალაქ იზიუმის მხრიდან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
„გრძელდება შტურმი მარიუპოლზე. ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები გაძლიერებას ელოდებიან და რუსეთი უკრაინაში ახალი სატანკო-საარტილერიო დანაყოფისა და ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითი ბრიგადის გამოგზავნას აპირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.