მაიკ უოლცი: ტრამპის სპეცწარმომადგენელმა მოსკოვში უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეხვედრები გამართა

მაიკ უოლცი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა მოსკოვში შეხვედრები გამართა.

უოლცის თქმით, უიტკოფმა შეხვედრების დროს უკრაინაში 30-დღიან დროებითი ზავი განიხილა.

„მე ვესაუბრე ჩემს კოლეგას, სპეცწარმომადგენელს უიტკოფს, რომელიც უკვე იმყოფებოდა იქ [მოსკოვში] და უკან ბრუნდება. მას მოაქვს შეფასებები, რომელთა საფუძველზეც პრეზიდენტი ტრამპი მომდევნო ნაბიჯებს გადადგამს“, - თქვა უოლცმა.

ტრამპის მრჩევლის თქმით, როგორც უკრაინას, ისე რუსეთს საკუთარი მოთხოვნები აქვთ. მისი აზრით, ორივე მხარე რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უიტკოფი მოსკოვში უნდა ჩავიდეს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.