„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
მადლობა ჩვენს საჰაერო ძალების მებრძოლებს, ჩვენს საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის განმარტებით, აქედან 40-ზე მეტი რაკეტა განადგურდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონების ცაში და დედაქალაქის მახლობლად.
„სამწუხაროდ, არის ზიანიც. ტერორისტებს სარაკეტო თავდასხმების ასეთი მასიური რაოდენობა ესაჭიროებათ, რათა ნაწილმა მაინც მიაღწიოს სამიზნეებს. მათი ყველა სამიზნე დღეს არის სამოქალაქო, ძირითადად, ენერგო და სითბოს მიწოდების ობიექტები. ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა, უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.