კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
უკრაინაში რუსეთის შეჭრა საკმაოდ მოსალოდნელია და შეიძლება, გარდაუვალიც იყოს, რაც საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ევროპის სტაბილურობას,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ თრასმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
დიპლომატის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „ძალიან, ძალიან სწრაფად“ შეუძლიათ კიევს მიაღწიონ.
„საქმე გლობალურ სტაბილურობას ეხება და გზავნილი, რომელიც ჩვენ აგრესორს უნდა გავუგზავნოთ და პუტინს ვუთხრათ, არის, რომ აგრესია ვერ დაჯილდოვდება“, – განაცხადა თრასმა