დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლავროვის განცხადებას ბირთვული საფრთხის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მესამე მსოფლიო ომის რეალურ საშიშროებაზე საუბარი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს.
„რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით“, - წერს კულება და იქვე აღნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა ევროპული და გლობალური უსაფრთხოება დაცული იყოს.
რუსეთი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება - საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ბირთვული საფრთხე რეალურია, თუმცა დიპლომატი, ამ ფონზე, იმედს იტოვებს, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება.