ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი - ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები

edgar rikevichi

„ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.“ - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით,  ​ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება.

მისი თქმით, ლატვია გმობს აგრესიის ამ აქტს და მსოფლიოს მტკიცე საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერზე“.