კულება: რაც ვლადიმერ პუტინს აჩერებს, მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცეა

კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის შეჩერება მხოლოდ ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის შეკავებისთვის ორი გეგმა არსებობს, ერთი არის დიპლომატიის გამოყენება და თუ ეს არ გამოვა, კულებას თქმით, უკრაინა საკუთარი მიწისთვის იბრძოლებს.

„რაც ვლადიმერ პუტინს აჩერებს, მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცეა.  მისი შეჩერება შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ორი გეგმა. გეგმა „ა" არის დიპლომატიის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთის შეკავებისა და შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის და თუ ეს არ გამოვა, გეგმა "ბ" არის ბრძოლა ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის, ყველა ქალაქისა და სოფლისთვის. მერე, რა თქმა უნდა, ბრძოლა გამარჯვებამდე," - აცხადებს დმიტრო კულება.