1737285948
კრამატორსკის საავადმყოფოები დაჭრილთა რაოდენობას ვერ უმკლავდებიან - ალექსანდრე გონჩარენკო
კრამატორსკის საავადმყოფოები ვერ უმკლავდებიან დაჭრილთა რაოდენობას, რომლებიც სადგურიდან მოჰყავთ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ კრამატორსკის მერმა ალექსანდრე გონჩარენკომ განაცხადა.
მისი თქმით, კრამატორსკში დაბომბვის შემდეგ დაშავებულებს ერთდროულად ოპერაციებს 30-40 ქირურგი უკეთებთ.
"ბევრი ადამიანი მძიმეა, ხელების, ფეხების გარეშე. მათ ოპერაციას ერთდროულად 30-40 ქირურგი უტარებს", - თქვა გონჩარენკომ.
მისივე თქმით, რაკეტის ფრაგმენტები დარტყმის ეპიცენტრიდან 40 მეტრში აღმოაჩინეს, რაც მის მაღალ სიმძლავრეზე მიუთითებს.
გონჩარენკომ ასევე განაცხადა, რომ დაბომბვის დროს სადგურზე დაახლოებით 4 000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ.