პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში აზოვსტალიდან აზოვის პოლკის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკის დენის პროკოპენკოს მიმართვა გავრცელდა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე საუბრობდა.
პოსტს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმაურება და უკრაინაში ჰყოფნის ისტორიას იხსენებს.
„ირპენიდან დაბრუნების მერე, კიევში, ქართველების ჯგუფს მოგვივიდა ბრძანება, რომ იარაღი უნდა აგვესხა და სამ საათში მარიუპოლისკენ დავიძრებოდით. ყველა თან დავიძაბეთ და თან მაგრად გაგვიხარდა - სერიოზულ ბრძოლაში მივდიოდით! მთელი დღე ველოდებოდით გასვლას. დღე და ღამე ველოდით. ლამის 24 საათის მერე გვითხრეს შეუძლებელია მარიუპოლთან მიახლოვებაც კი და ბრძანება გაუქმდაო. არ ვიცი იქ რას ვიზამდით, არ ვიცი დიდებულ აზოველებს როგორ დავეხმარებოდით, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ამ მგლების გვერდით ერთი ტყვიის გასროლაც დიდი პატივი იქნებოდა! სიკვდილი რუს ოკუპანტებს! დიდება აზოველ გმირებს! ამ მგლების თავგანწირვა უკვე შევიდა მსოფლიო ისტორიაში, “- წერს ალეკო ელისაშვილი.