„კიევში პანიკის საფუძველი არ არსებობს, ქალაქი ცხოვრობს და მუშაობს“ - ვიტალი კლიჩკო

ვიტალი კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ირწმუნება, რომ დღეს დედაქალაქში პანიკის საფუძველი არ არსებობს, ქალაქი ცხოვრობს და მუშაობს.

„რუსეთის ტერაქტები უკრაინის ქალაქებსა და დაბებში უკვე მეცხრე თვეა გრძელდება. ახლა აგრესორი ცდილობს, გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რათა ზამთარში უკრაინელები სინათლის, სითბოს და წყლის გარეშე დარჩეს.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა მკითხეს: აქვს თუ არა დედაქალაქს გათიშვის გეგმა? ისევ გიპასუხებთ. საომარ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია გეგმების ქონა მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარის და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში...

მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტებისთვის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უარესი არ მოხდება“, - წერს კლიჩკო.